Робота для біженців з України
საპროექტო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საპროექტო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაითსტუდიო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "ლაითსტუდიო" აცხადებს ვაკანსიას საპროექტო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ლაითსტუდიო" წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე განათების სტუდიოს, რომელსაც შესრულებული აქვს მრავალი სხვადასხვა მიმართულების და მოცულობის ობიექტები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს განათების სრულ სერვისს--განათების კონცეფციის შექმნა, პროექტის მომზადება, განათებულობის გაანგარიშება, სპეციფიკაციის მომზადება, პროექტის კომპლექტაცია, სამონტაჟო სამუშაოები, საგარანტიო მომსახურება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი მოთხოვნების მიღება, დამუშავება;
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კლიენტებზე მორგებული კომერციული შეთავაზების მომზადება;
** ხელშეკრულების, ინვოისების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება პროექტის მიხედვით;
** პროექტის სრული ციკლის მართვა (პროექტის დამუშავება, ვადების კონტროლი, მიწოდება, მონტაჟი);
** პროდუქციის, კატალოგებისა და გადაწყვეტილებების პრეზენტაცია, პროდუქციის სიღრმისეული ცოდნა;
** მსგავსი პროდუქციის და მომსახურების ბაზრის შესწავლა;
** პროექტის შედეგების ანალიზი, პროექტის მომგებიანობა, გაყიდვების არსებული და მოსალოდნელი შედეგები.

ჩვენი მოთხოვნები:

** აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, პრეზენტაციების აწყობის უნარი;
** ნახაზების კითხვის და ანალიზის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, კომუნიკაბელობა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;
** ახალი გამოწვევები და მუდმივი განვითარება;
** მყუდრო გარემოში მუშაობა, სამუშაო გრაფიკი 10:00-18:30, ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + შესრულებულ პროექტზე ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: jobs@lightstudio.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე