Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635997&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და საბუღალტრო ოპერაციებზე.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
** მინიმუმ, 3-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
** Oris/1C-პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება - თემა, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია