Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგოპოლო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"Cargo Polo" არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
** ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა;
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე);
** კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-2000 ლარი (მენეჯერის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
** ადგილმდებარეობა - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 187

Cargo Polo გთავაზობთ:

** საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
** სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით;
** კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
** მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის;
** ულიმიტო ტელეფონს/ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე