Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635941&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ:

შესყიდვების მენეჯერს

რომელსაც შეუძლია:

** ახალი, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შედარება და ეფექტური ურთიერთობა
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მართვა
** ბაზარზე პროდუქციის და ფასების შესწავლა
** მოთხოვნილი პროდუქციის ალტერნატივების მოძიება
** შესყიდვების/გაყიდვების ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა
** მომწოდებელთან/კლიენტთან მიზნის მისაღწევად, შესაბამისი აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა (შეხვედრები, პრეზენტაციები, ვიზიტები და ა.შ.)

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ფარმაცევტი, ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები, მედიცინა)
** უცხო ენის თავისუფლად ფლობა - ინგლისური, რუსული
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პოზიციისთვის სასურველი უნარ-ჩვევები:

** ოპერატიული, პასუხისმგებლობიანი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის და მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/52ccf73e3f5fc5ccf6c2bdb23eb0f87c

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია