Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635925&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი - MyHome & Livo
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი - MyHome & Livo
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს MyHome & Livo-ს Brand Manager-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** ბრენდის განვითარებისთვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმა, განხორციელება;
** ვიზუალური სტილი შექმნა და მუდმივი განახლება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
** სააგენტოებთან ურთიერთობა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელებაში;
** გამოცდილება სააგენტოებთან ურთიერთობაში.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge. შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია