Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635920&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"სქილვილი" (Skillwill) არის პირველი და ყველაზე მასშტაბური ციფრული განათლების ჰაბი საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად ავითარებს განათლების სფეროს და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს. ჩვენი მისიაა, ტექნოლოგიური განათლების მეშვეობით დავეხმაროთ ადამიანებს კარიერული მიზნების მიღწევასა და ციფრული სფეროს გაძლიერებაში.

გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობას პროფესიული განათლების სფეროში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გახდეთ დინამიური გუნდის წევრი და შეძლოთ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მართვა და განვითარება.

პოზიცია: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ლოკაცია: თბილისი

ფუნქცია მოვალეობები

** პროფესიული პროგრამების აკრედიტაციასა და კოლეჯის ინსტიტუციურ ავტორიზაციაში მონაწილეობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** დოკუმენტაციის, მათ შორის სერტიფიკატების და დიპლომების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად შემუშავება და მომზადება;
** კურსებისა და პროგრამების ხარისხის კონტროლი, განათლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროგრამების უზრუნველყოფა;
** სასწავლებლის შიდა ხარისხის სტანდარტების განვითარება და მუდმივი დახვეწა, ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვა სასწავლებლის მიერ განსახორციელებელ პროცესებში;
** მუდმივი უკუკავშირი სხვადასხვა დეპარტამენტებთან, პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან;
** კოლეჯის საგანმანათლებლო და ხარისხის სტანდარტების განვითარება, პროცესის სტანდარტებთან შესაბამისად მართვა;
** ხარისხის უზრუნველყოფის პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პირობები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში;
** გამოცდილება პროფესიული პროგრამების აკრედიტაციისა და კოლეჯის ავტორიზაციის პროცესში;
** გამოცდილება პროფესიული სერტიფიკატებისა და დიპლომების (მათ შორის დანართების) მომზადების მიმართულებით;
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მზადყოფნა სრულ განაკვეთზე დასაქმებისთვის 2025 წლის ივნისიდან;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

საჭირო დოკუმენტები:

** რეზიუმე (ქართულ ენაზე);
** ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

დოკუმენტების მიღების ვადა: 28 მაისი, 2025 წელი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: a.idadze@skillwill.ge, "საბჯექთში" მიუთითეთ პოზიციის სახელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია