Робота для біженців з України
კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"მწვანე სკოლა" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომლის ძლიერი მხარეა ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც უყვარს წერა და აქვს კრეატიული ხედვა.

სამუშაოს აღწერა:

** მოსწავლეთა მიღების სრული ციკლის მართვა;
** სარეგისტრაციო ბმულის მომზადება;
** რეგისტრირებულთა ინფორმაციის დამუშავება;
** პოტენციურ მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა;
** მოსწავლის მზაობის შესაფასებელი შეხვედრის ორგანიზება;
** სახელშეკრულებო ურთიერთობის გაფორმება;
** მოსწავლის პირადი საქმის მოწესრიგება, რეგისტრაცია სკოლის და სახელმწიფო ბაზებში;
** სკოლის საინფორმაციო მეილის მართვა;
** სკოლაში შემოსული ზარების მართვა;
** სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობა;
** ტექნიკური დახმარებას სკოლის სისტემებთან და ბაზებთან მუშაობა;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, მარკეტინგის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Facebook business manager, Google ads და საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კრეატიულობა
** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: saburtalo@greenschool.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე