დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
გრანთ თორნთონ
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ხელფასი: 1300-1600 ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** RS.GE - ზე მუშაობა.
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina, Oris 7 ან Balance-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე alisa.babayan@ge.gt.com კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".
წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი 2025
|
|
|
|