Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635837&print=yes&view=jobs
 
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ყოველ მეორე საღამოს 20:00-08:00 სთ ან 21:00-09:00 სთ ცვლებით
ანაზღაურება: ცვლაში ფიქსირებული 60 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 და 90 (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი სამუშაო:

** სალარო ოპერაციები პროგრამა აპექსში.
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება ვადიანობაზე და ფასების სისწორეზე ზრუნვა.
** კარგი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599405116
ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 20 ივნისამდე

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გელით ჩვენთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია