Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635829&print=yes&view=jobs
 
ფოტოგრაფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტოგრაფი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო დრო: 09:30სთ - 18:00სთ
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 109;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი;

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უნდა იყენებდეს JPEG, PNG და სხვა ფორმატებს.
** სასურველია გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Adobe Photoshop, Lightroom).
** სასურველია ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ფოტოგადაღება: კომპანიის მიერ შეთავაზებული ავეჯის აქსესუარების და მასალების მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება სხვადასხვა კუთხით და განათებით, რაც წარმოაჩენს პროდუქციის ვიზუალურ მახასიათებლებსა და დეტალებს.
** კომპანიის საიტზე ასატვირთი ფოტოების, გადაღება/დამუშავება/განთავსება: კომპანიის ვებ-გვერდის, სოციალური მედია პლატფორმებისა და სხვა ონლაინ არხებისთვის მაღალი ხარისხის ფოტოებისა და ვიზუალური მასალების შექმნა.
** ფოტოების რედაქტირება და დამუშავება;
** თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან;
** ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ვიზუალური მასალების შექმნაში მონაწილეობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ფოტოგრაფი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია