Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტლური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: შეთახნმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/ აუდიტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად);
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია IRP სისტემაში მუშაობის გამოცდილება).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო/საბანკო ოპერაციების კონტროლი, დოკუმენტების სრულყოფილების და სისწორის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიმდინარე ადგილობრივი და უცხოური (იმპორტი) შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
** ყოველდღიური სამეურნეო (ხარჯვადი) ოპერაციების დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა და საბუღალტრო ასახვა;
** ძირითადი საშუალებების ბარათის გახსნა, მიღება-ჩაბარების აქტის გამზადება და მისი ყოველწლიური ინვენტარიზაცია;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** პასუხიმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე