Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635818&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"Carspace" - თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილების იმპორტში
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

აშშ-დან ავტომობილების შეძენას საერთაშორისო აუქციონებიდან და სანდო წყაროებიდან. ტრანსპორტირების მომსახურებას აშშ-დან ფოთის პორტამდე. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტებია ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

მეტ ინფორმაციას ჩვენს შესახებ შეიტყობთ ჩვენი სოციალური ქსელიდან https://www.facebook.com/carspace.ge/ და ვებ გვერდიდან https://carspace.ge/

ანაზღაურება: ხელფასი 1500 ლარი ხელზე ასაღები
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში ORIS-ში ასახვა;
** RS.GE-სთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

შერჩევის ეტაპი:

** რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანიდატებთან;
** გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) ელფოსტაზე: hr@carspace.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"ქარსფეისი-Carspace" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ კომპანია "ქარსფეისიში", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია