დასახელება:
მონიტორინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ სავაჭრო ობიექტებზე ონლაინ რეჟიმში ვიდეო-მონიტორინგის განხორციელება;
** დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
** დაზიანებული ანდა დაკარგული პროდუქციის მოძიება და ჩანაწერების გამზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურსათო დარგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|