დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Botanique Beauty
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
ჩვენ ვართ "Botanique Beauty" - სილამაზის სალონთა ქსელი უნიკალური გარემოთი და მაღალი ხარისხით.
ხელფასი დაახლოებით 1000-1200 ლარი
მოქნილი გრაფიკი
ამჟამად ვეძებთ ადმინისტრატორს ჩვენი გუნდისთვის.
ადმინისტრატორის მოვალეობები:
** ჩვენი სტუმრების დახვედრა და გაცილება
** მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების გაცნობა
** სტუმრების გამასპინძლება სასმლით და ვიზიტის განმავლობაში მათთვის ყურადღების მიქცევა
** სალაროსთან მუშაობა
** სალონის გახსნა და დახურვა
** სალონის მომზადება თანამშრომლებისა სტუმრებისთვის
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** საჭირო პროდუქციის მარაგის დროულად შევსება
ჩვენთვის იდეალური კანდიდატია:
** ის, ვინც იცის, რა არის კარგი სერვისი და მზადაა, გასცეს ის
** რომელსაც აქვს ადმინისტრატორის გამოცდილება ან კარგად ესმის მისი მოვალეობები
** ვისაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა
** უკვე დამთავრებული აქვს სასწავლებელი, ან სურს სწავლასთან შეთავსებით მუშაობა
** აქვს გამართული წერილობითი და ზეპირი მეტყველების უნარი
** შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა
** იცის ქართული, ინგლისური და რუსული ენები
** უყვარს საკუთარი სამსახური და ესმის მისი მნიშვნელობა სხვებისთვის
ჩვენ ახალ თანამშრომელს ვთავაზობთ:
** უნიკალურ კორპორაციულ კულტურას
** განვითარების პერსპექტივას
** მეგობრულ გუნდს
** კონკურენტუნარიან ხელფასს + ბონუსს
** სილამაზის პაკეტს (უფასო მანიკიურს, სხვადასხვა ფასდაკლებებს)
დაგვიკავშირდით:
** ნომერზე +995 555 56 85 85
** მოგვწერეთ whatsapp-ზე
** გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სურათი ელფოსტაზე: botaniquen@gmail.com
** გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ ქსელებში
შესაფერის კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე, ხოლო საუკეთესოებს მივიღებთ ჩვენს გუნდში.
|
|
|
|