Робота для біженців з України
დირექტორის აპარატის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის აპარატის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი https://pensions.ge/ka/ აცხადებს კონკურსს დირექტორის აპარატის სპეციალისტის (ოფის მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 14.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
კონკურსის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დირექტორის აპარატის სპეციალისტი (ოფის მენეჯერი)

საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საქართველოს საპენსიო ფონდის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე