Робота для біженців з України
HR ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მოკლე დროში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მრავალფეროვანი პროდუქტები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს სანდო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენი მისიაა — მუდმივად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ მომხმარებელთა სტაბილურობა, სიმშვიდე და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს HR ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ლოკაცია: ქ.თბილისი დ გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, ფაილინგი, მონიტორინგი.
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და შრომითი პირობების კონტროლი და საჭიროებისამებრ ცვლილებების განხორციელება;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია და მუდმივი განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების და სხვა პოლიტიკების შესაბამისობა;
** შემოსავლების სამსახურის საიტზე (rs.ge) თანამშრომლების აყვანა/გათავისუფლების პროცესის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული შაბლონური ბრძანებების მომზადება;
** SELF.ge პროგრამაში თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვა, დაგვიანებების, შვებულებების, ავადმყოფობის და გაცდენის, მონიტორინგი;
** ყოველთვიური სახელფასო ცვლილებების ფაილის მომზადება და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის საჭიროებისამებრ მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სავალდებულოა შრომის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HR ადმინისტრირების მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე