Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში
სახელფასო ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

გთავაზობთ: გასაყიდი პროდუქციის ადგილზევე შესწავლას და ანაზღაურებად სტაჟირებას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების/კომენტარების და სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული/ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
** საოფისე პროგრამების (MS Excel) სამომხმარებლო ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე