Робота для біженців з України
მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
NQ Hospitality Management Group ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.

მზიური გარდენსის კომპლექსში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის ქ. 14

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტუმრების ტრანსპორტირება უსაფრთხოდ და კომფორტულად;
** აეროპორტიდან და აეროპორტში გადაყვანის სერვისის (ტრანსფერის) უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, სტუმრებისთვის ტურისტული ან საქმიანი მარშრუტების შესრულება;
** კომპანიის შიდა სატრანსპორტო საჭიროებების შესრულება (საჭირო ნივთების ან დოკუმენტაციის გადაზიდვა);
** ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა (ზეთის, საწვავის, საბურავების და სხვა ელემენტების კონტროლი);
** ტრანსპორტის სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
** საგზაო წესების დაცვა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიყოლა;
** მენეჯმენტისთვის ავტომობილის საჭირო სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაციის დროული მიწოდება;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B და C კატეგორიით;
** პროფესიული მძღოლობის გამოცდილება (სასურველია სასტუმრო ან ტურისტულ სექტორში);
** ბათუმის (ან სხვა შესაბამისი რეგიონის) ქუჩების და მთავარი მარშრუტების კარგად ცოდნა;
** სტუმართმოყვარეობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული, ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995 591065550
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე