Робота для біженців з України
რეცეფციონისტი - მახინჯაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
NQ Hospitality Management Group ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.

მზიური გარდენსის კომპლექსში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის ქ. 14

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასვლის პროცესის მართვა;
** ჯავშნების მიღება და მართვა (ონლაინ პლატფორმებით, ტელეფონით ან ელ.ფოსტით);
** სტუმრების ინფორმირება აპარტოტელის სერვისებისა და პირობების შესახებ;
** სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება და დახმარება სხვადასხვა საკითხებში;
** გადახდების მიღება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
** კომპანიის შიდა სისტემებთან და პროგრამებთან მუშაობა;
** სტუმრების საჩივრების მიღება, მათი გადაჭრის უზრუნველყოფა ან მენეჯმენტისთვის გადაცემა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** საჭირო დოკუმენტაციის მართვა და განახლება;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** შესაბამისი გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სასტუმროს მართვის სისტემები);
** კომუნიკაბელურობა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** დროის მართვის და მულტიტასკინგის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე