დასახელება:
მეურნეობის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მეურნეობის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ღვინის მაღაზიაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: კახეთი - სიღნაღის რაიონი, დედოფლისწყაროს რაიონი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვენახის მოვლის ტექნოლოგიების ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები ჩაითვლება უპირატესობად;
** ვენახთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (სასურველია Excel-ის დონეზე);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
მოვალეობები:
** ვენახის მდგომარეობის მონიტორინგი და სამუშაო გეგმის შედგენა სეზონურად (მოვლა, მორწყვა, მავნებლებთან ბრძოლა და სხვ.);
** მეურნეობის ქონების ინვენტარიზაცია, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის კონტროლი და მოვლა;
** ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** თანამშრომელთა მართვა: დისციპლინა, დავალებების განაწილება, საჭიროების შემთხვევაში გადამზადება;
** სასოფლო-სამეურნეო მასალების (სარეველების საწინააღმდეგო საშუალებები, სასუქები, იარაღები და სხვა) შეძენის საჭიროების განსაზღვრა და დათხოვნა;
** მუშაობა უსაფრთხოების წესების დაცვით;
** პრობლემური საკითხის მყისიერი დაფიქსირება და რეპონტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მონაცემების ფიქსირება წარმოების პროცესებზე (ამინდის პირობები, მოსავლის მოცულობა და ხარისხი და სხვა).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 21 ივნისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მეურნეობის ხელმძღვანელი " რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
KTW ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|