დასახელება:
მიწის ნაკვეთების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.
KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მიწის ნაკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: საგურამო, არაშენდა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიწის ნაკვეთების ყოველდღიური მონიტორინგი და მოწესრიგება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა — დაინტერესებული მყიდველებისთვის ნაკვეთების ადგილზე ჩვენება გუნდისგან მიღებული მითითებების საფუძველზე;
** ტერიტორიის საზღვრების და განლაგების მარტივი და ზუსტი ახსნა;
** საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო ბანერების განთავსების უზრუნველყოფა;
** ვაზის ნარგავების მოვლა და მათი ჯიშების ცოდნა — მყიდველებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტერიტორიის მოწესრიგება ვიზიტამდე/ვიზიტის შემდეგ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
** ვაზის ძირითადი ჯიშების ცოდნა ან მზადყოფნა სწრაფად ასათვისებლად;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურება ვიზიტორებთან;
** ტექნიკური უნარები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 21 ივნისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიწის ნაკვეთების კოორდინატორი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|