Робота для біженців з України
Middle Back-end დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Middle Back-end დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შემოუერთდი TNET ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Super App-ის Middle Back-end Developer -ის პოზიციაზე!

http://www.tnet.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** ორგანიზებული და სტრუქტურირებული კოდის წერა PHP-ზე, ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით;
** ეფექტური და გამოყენებადი PHP სერვისების აწყობა;
** სხვა დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან მუშაობა ახალი და არსებული ტექნიკური გამოწვევების გადასაჭრელად;
** ინტეგრაციების განხორციელება ბექ ენდ სისტემებზე;
** კოდის ვერსირების მართვა Git-ის მეშვეობით;
** საჭიროებისამებრ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** პროექტების ვადებში შესრულება და შესაბამისი რეპორტინგი.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Back-End დეველოპმენტში;
** PHP-ის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** Laravel Framework-ში მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL, PostgreSQL) მუშაობის გამოცდილება;
** არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან, განსაკუთრებით ElasticSearch-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უსაფრთხოების ალგორითმების გაგება და პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია);
** API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვერსიის კონტროლის სისტემის (GIT) გამოყენების გამოცდილება;
** Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა.

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე