Робота для біженців з України
ბარის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: Book Cafe
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კაფეთა ქსელი "Book Cafe" "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.

Book Café-ს მენიუ გამოირჩევა იტალიური და აზიური გასტრონომიული კულტურის იდეალური სინთეზით, რომელზეც მუშაობენ უმაღლესი სტანდარტების კერძების განახლებაზე ორიენტირებული შეფმზარეულები. კაფის ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.
Book Café-ში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა: ღვინის დეგუსტაცია, საქველმოქმედო პროექტები, კითხვის საათი, შეხვედრები მწერლებთან და კულტურის წარმომადგენლებთან და სხვა.

"Book Café" აცხადებს ვაკანსიას ბარის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის N52.
გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ყავის, ფრეშების, სენდვიჩების და დანარჩენი ბარის პროდუქტების მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტების შენახვისა და ვადების კონტროლი;
** ინვენტარის მოვლა და გაფრთხილება შესაბამისი სტანდარტის ნორმების დაცვით.

მოთხოვნები: სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელფოსტაზე hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბარის თანამშრომელი - ბათუმი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე