Робота для біженців з України
სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის განყოფილებაში.

"მეტროპოლ მენეჯმენტი` - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

სამუშაო პირობები:

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში;
სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00);
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის 29;
ანაზღაურება: 800-1000 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს- გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვება/ლანჩი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის/პრაქტიკის მცირედი გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის მცირედი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟიორი ბუღალტერიაში".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე