დასახელება:
კორპორატიული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სითიქომი
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენს შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებელთა მხარდაჭერასა და პრობლემების გადაჭრაზე, პროდუქტის შეთავაზებასა და გაყიდვის პროცესის წარმართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა პორტფელის ეფექტური მართვა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
** მომხმარებლის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე მუშაობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ახალი მომხმარებლისთვის პრეზენტაციის ჩატარება (ონბორდინგი), ინსტრუქციების მიწოდება და შეხვედრები საჭიროების შემთხვევაში;
** პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურებების შეთავაზება/გაყიდვა (upsell).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
** გაყიდვების გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათ-კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
რეზიუმეს ასატვირთად გადმოდით ბმულზე: https://link.citycom.ge/citycomcorpmanager
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|