დასახელება:
საგეგმო-სადისპეტჩერო ბიუროს სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საგეგმო-სადისპეტჩერო ბიუროს სპეციალისტის პოზიციაზე.
კატეგორია: ადმინისტრაცია
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს.
ძირითადი ფუნქციები
** გეგმა-დავალებების მომზადება, საწარმოს უფროსისთვის, უბნის უფროსებისა და ბიუროს უფროსებისთვის;
** ჩაბარებული და მიღებული დეტალების რეგისტრაცია ზედნადებების მიხედვით ელექტრონულ პროგრამაში;
** ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა აქტების პროექტების მომზადება;
** ბიუროში შემოსული დოკუმენტაციის მართვა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ბიუროს უფროსისთვის წარდგენა.
მოთხოვნები
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების Word, Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
უნარები
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიაზე შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საგეგმო-სადისპეტჩერო ბიუროს სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|