Робота для біженців з України
ლიფტების პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიფტების პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

დაკავებული თანამდებობა: ლიფტების პროექტების მენეჯერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნახაზების დამუშავება, გარჩევა;
** ქარხანასთან ურთიერთობა (ოფერები, ტექნიკური საკითხები, კონტრაქტი და სხვა);
** პროექტის ფასწარმოქმნა (კომერციულ დირექტორთან შეთანხმებით);
** შეთავაზების მომზადება;
** კონტრაქტის გაფორმება (იურისტის ჩართულობით);
** ინვოისების და მიღება-ჩაბარებების მომზადება (ფინანსური დეპარტამენტის ჩართულობით);
** ტრანსპორტირების მონიტორინგი (ახორციელებს ლოჯისტიკის დეპარტამენტი);
** სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა (ინჟინრების ჩართულობით);
** ტექნიკურ ზედამხედველობაში ჩაბარების კოორდინაცია;
** ვიზიტები ობიექტზე;
** რეპორტინგი (ოფერების და მონტაჟის პროგრესი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ლიფტების სფეროში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამები და AutoCad-ის ნახაზის ნახვის დონეზე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს: https://www.meppers.com, https://www.facebook.com/meppersGeorgia/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე