Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოლუქსი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Solux" - პროფესიონალური აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების დისტრიბუტორი და სისტემური ინტეგრატორი საქართველოში - ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტების მოძიებასა და გაყიდვებში.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1300-2000 ლარი + ბონუსი 500-3000 ლარი გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიკაცია.
** სამშენებლო და მიმდინარე ობიექტების მონიტორინგი და პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება.
** სახელმწიფო და კერძო სექტორის პროექტების მოძიება.
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი და ანგარიშგება.
** გაყიდვების თვისა და წლიური გეგმის (KPI) შესრულება.
** მომხმარებელთა ბაზების შექმნა და მათი აქტიური მართვა.
** ხელშეკრულებების მომზადება და ინვოისინგის წარმოება.
** მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება.
** ტენდერებში მონაწილეობა (მოძიება, დოკუმენტაციის მომზადება და სხვა).

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სახელმწიფო და კერძო სექტორში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების ცოდნა ან მსგავს სფეროში პროექტების გაყიდვის გამოცდილება (სასურველია).
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია)

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო ბალანსით
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ და დინამიურ კომპანიაში.
** მონაწილეობას საინტერესო და მსხვილ პროექტებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@solux.ge.

მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს - 19 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე