დასახელება:
პრობლემური პორტფელის იურისტი
|
მომწოდებელი:
ALMAL
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"ALMAL" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური პორტფელის იურისტის პოზიციაზე.
"ALMAL" არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან კოლექტორულ კომპანიაში 1 წლიანი გამოცდილება;
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** რუსული და ინგლისური ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პრობლემური მომხმარებლების დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** ფინანსური დავალიანების შესახებ სმს შეტყობინებების გაგზავნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** სასარჩელო მოთხოვნების შედგენა და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებსა და აღსრულების ორგანოებში;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
პიროვნული მახასიათებლები:
** აქტიური, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 | 5/7
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@almal.ge, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://almal.ge
|
|
|
|