დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Solana Development
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"Solana Development" 11 წლიანი გამოცდილებს მქონე წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე ვაშენებთ ჩვენს რიგით მე-4, ინოვაციურ პროექტს Solana Grand Residences შავი ზღვის სანაპიროზე.
იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: https://solanadevelopment.ge/
"Solana Development" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** სტრატეგიული დაგეგმვა: წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება ბიზნესის მიზნების, სამიზნე აუდიტორიებისა და ROI-ს გათვალისწინებით.
** ბრენდის მართვა: Solana Development-ის ბრენდის გაძლიერება - ონლაინ, ბეჭდვით და სხვადასხვა მიმართულებით.
** ციფრული მარკეტინგი: SEO/SEM-ის, სოციალურ მედიის, ელექტრონული ფოსტის კამპანიების, კონტენტის შექმნის, ფასიანი რეკლამების სტრატეგიის განსაზღვრა/შესრულების მონიტორინგი..
** ბაზრის კვლევა: ინდუსტრიის ტრენდების, კონკურენტების აქტივობების და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი ანალიზი.
** კამპანიის განხორციელება: ფოტო და ვიდეო გადაღებების კოორდინაცია, მარკეტინგული მასალების დიზაინის პროცესის მართვა, ვადების მართვა და ხარისხიანი შედეგების უზრუნველყოფა.
** ღონისძიებები და პარტნიორებთან შეხვედრები: გამოფენების, ღია კარის დღეების, ვებინარებისა და სტრატეგიული კოლაბორაციების ორგანიზაცია უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან და ინფლუენსერებთან.
** შედეგებისა და ბიუჯეტის მონიტორინგი: KPI-ების კონტროლი, რეგულარული ანგარიშების მომზადება კამპანიის ეფექტურობაზე, ბიუჯეტის ხარჯვასა და ლიდთგენერაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია უძრავი ქონების სფეროში.
** წარმატებული B2C და B2B კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების გამოცდილება.
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Ads, Facebook Business Manager, CRM,
ანალიტიკური Dashboard-ები) მაღალ დონეზე ცოდნა.
** შესანიშნავი წერითი და მეტყველებითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** კრიტიკული აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: ფიქსირებული (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
როგორ გამოაგზავნოთ რეზიუმე:
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: info@solanadevelopment.ge. თემაში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|