დასახელება:
ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო "Hotel Splendid Tbilisi" ეძებს გუნდის წევრს პოზიციაზე: ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
სასტუმროს მოკლე აღწერილობა:
** 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
** სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ. #4;
ანაზღაურება: 1000 ლარი;
გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ;
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** ოთახების მინიჭების პროცედურის წარმოება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენები;
** ბიზნესის ადმინისტრირების, სასტუმროს მენეჯმენტის ან შესაბამისი დარგის ხარისხი.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel, powerpoint, outlook) ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
|
|
|
|