Робота для біженців з України
მოწვეული ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა, ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ქართულ და ინგლისურენოვან სექტორში შემდეგი მიმართულებით:

** პროგრამირების საფუძვლები/კომპიუტერული მეცნიერება (3 ვაკანტური ადგილი);
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (3 ვაკანტური ადგილი);
** მონაცემთა ბაზების სისტემები (2 ვაკანტური ადგილი);
** ოპერაციული სისტემები (2 ვაკანტური ადგილი);
** პროგრამირების პარადიგმები (2 ვაკანტური ადგილი);
** კომპიუტერის უსაფრთხოება (2 ვაკანტური ადგილი);
** კომპიუტერის არქიტექტურა (3 ვაკანტური ადგილი);
** ქსელის მუშაობის პრინციპები (3 ვაკანტური ადგილი);
** .NET ტექნოლოგიები (3 ვაკანტური ადგილი);
** პროგრამული პროდუქტის წარმოება (2 ვაკანტური ადგილი);
** კომპილატორები (2 ვაკანტური ადგილი);
** ვებ ტექნოლოგიები (3 ვაკანტური ადგილი);
** Java დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი);
** მობილური აპლიკაციების პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი);
** ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (2 ვაკანტური ადგილი);
** სამომხმარებლო ინტერფეისები (2 ვაკანტური ადგილი);
** მანქანური სწავლება (1 ვაკანტური ადგილი);
** IT პროექტის მართვა (2 ვაკანტური ადგილი);
** ERP სისტემები (2 ვაკანტური ადგილი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინჟინერიის/ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოსმენის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი და კომუნიკაბელური;
** სამართლიანი და დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ- (ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 20 მაისი 2025 წ;
საბუთების მიღება: 2025 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 3 ივნისის ჩათვლით;
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე