დასახელება:
კურსი ანთროპოს. ორიენტირებულ ადამიანთმც. და სოც. თერაპიაში
|
მომწოდებელი:
Apnsc Dayhome
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კავშირი "ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაზისურ კურსზე ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში.
კურსი პასუხს გასცემს კითხვებს:
** ვინ არის ადამიანი?
** რა არის მისი ცხოვრების მიზანი?
** როგორ ვითარდება იგი?
** როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები?
** რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობები თანამედროვე ეპოქაში?
** რას ნიშნავს შეფერხება განვითარებაში?
** როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
სოციალური თერაპიის მიზანია:
შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა.
კურსის მიზანია:
სოციალ-თერაპევტებისა და პედაგოგების მომზადება-გადამზადება, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში; მშობლებისა და მომავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება.
კურსის ხანგრძლივობაა ორი წელი.
სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს.
კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები:
** ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
** ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
** ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები
** ცნობიერების ფორმები
** ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
** ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
** ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
** შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
** საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
** ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები
** სოციალური კონფლიქტები და სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება
** განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
** სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია
მხატვრული საქმიანობები მოიცავს:
** ხატვას, ძერწვას, ევრითმიას, დრამას, თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას
** სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად.
კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ კავშირის სერტიფიკატი.
საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში.
კურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი - არანაკლებ 21 წლის.
სწავლების დასაწყისი - 2025 წლის სექტემბერი.
მსურველებთან გასაუბრება შედგება 25 ივნისს, 18:00 საათზე
კურსში მონაწილეობის მიღების
მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 595 343448 მარინა ბულია; 555 801100 ლია ასანიშვილი
მისამართი: თბილისი, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქ. 8
E-mail: infoapnsc@gmail.com
facebook: APNSC Day home
|
|
|
|