Робота для біженців з України
უფროსი Kotlin Native დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Kotlin Native დეველოპერი
მომწოდებელი: Proxied
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "Proxied" სასწრაფოდ ეძებს გამოცდილ Senior Kotlin Native დეველოპერს ჩვენს გუნდში გასაწევრიანებლად.

შექმენი მოწინავე პლატფორმათა-შორისი მობილური აპლიკაციები, განსაკუთრებული ყურადღებით server tunneling-სა და networking-ზე, ჩვენი Proxy Marketplace აპლიკაციისთვის.

როგორც Senior Kotlin Native დეველოპერი, შენ შექმნი მობილურ აპლიკაციებს რომლებიც წარმოადგენენ დაცულ, მაღალი წარმადობის მქონე პროქსიებს, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაამყაროს საიმედო კავშირი ჩვენ back end სერვერებთან. შენი როლი გულისხმობს Kotlin Multiplatform Mobile (KMM)-ის გამოყენებას შეუფერხებელი პლატფორმათა-შორისი გამოცდილებების შესაქმნელად, და ამავდროულად დაბალი დონის ქსელური გამოწვევების გამკლავებას.

პასუხისმგებლობები:

** შექმნა პლატფორმათა-შორისი მობილურის პროქსი აპლიკაციების Kotlin-ის და Kotlin Multiplatform Mobile (KMM) გამოყენებით;
** განახორციელო დაცული tunneling მექანიზმები მობილური კლიენტების back end სერვერებთან დასაკავშირებლად, მონაცემების ხელშეუხებლობის და წარმადობის უზრუნველყოფით;
** დაადიზაინო და ოპტიმიზაცია განახორციელო დაბალი დონის ქსელური ფუნქციების, მათ შორის სოკეტების მართვა, TCP/IP კავშირები, და პროტოკოლების დაცულობა;
** ითანამშრომლო back end გუნდებთან RESTful API-ების გამოყენებით პროქსი ფუნქციების ინტეგრაციისთვის და უზრუნველყო სერვერის სტრუქტურასთან შესაბამისობა;
** უზრუნველყო ხარვეზებზე მყისიერი რეაგირება (error handling), ხელმეორედ დაკავშირების სტრატეგიები, და failover მექანიზმების გამართულობა შეუწყვეტელი კავშირისთვის;
** აპლიკაციის წარმადობის ოპტიმიზაცია მაღალსიჩქარიანი კომუნიკაციისთვის და მინიმალური რესურსის გამოყენებისათვის;
** შეინარჩუნო უსაფრთხოების მაღალი დონე, განახორციელო ენკრიფცია, და ავთენტიფიკაციის მექანიზმები უსაფრთხო ტუნელინგისთვის (OpenVPN/Wireguard);
** დაწერო სრულყოფილი ტესტები ქსელური კომპონენტებისთვის და უზრუნველყო აპლიკაციის საიმედოობა სხვადასხვა ქსელური პირობების არსებობისას;
** გარკვევით წარმოადგინო ტუნელინგის იმპლემენტაციის შესახებ დოკუმენტაცია, აპლიკაციის არქიტექტურა, და ინტეგრაციის სახელმძღვანელოები.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა B2-C1 დონეზე;
** გამოცდილება Kotlin აპლიკაციაში, მათ შორის Kotling Multiplatform Mobile (KMM);
** საფუძვლიანი გამოცდილება ანდროიდის დეველოპმენტში და native Android API-ებში;
** საფუძვლიანი ცოდნა დაბალ-დონიანი ქსელური კონცეპტების, როგორიც არის TCP/UDP, სოკეტები, და ტუნელინგის პროტოკოლები;
** კარგი გამოცდილება დაცული კომუნიკაციის პროტოკოლებში (მაგ. VPN, TLS/SSL) და ენკრიპციის მექანიზმებში;
** გამოცდილება პროქსი კონცეპტებში და ტექნოლოგიებში, მათ შორის HTTP პროქსიებში, SOCKS პროქსიებსა, და reverse პროქსიებში;
** RESTful API-ებთან მუშაობის უნარი და back end სისტემაში შეუფერხებელი ინტეგრაციის შესაძლებლობა;
** ქსელური და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებით ხარვეზების აღმოფხვრის კარგი უნარები;
** საფუძვლიანი ცოდნა Git-ის ვერსიების კონტროლისა და გუნდის კოლაბორაციის უზრუნველსაყოფად.

სხვა უნარები:

** ძალიან კარგი პრობლემების გადაჭრის უნარები, განსაკუთრებით ქსელებისა და წარმადობის ოპტიმიზაციაში;
** კარგი კომუნიკაციის უნარები მრავალფუნქციურ გუნდებთან კოლაბორაციისთვის;
** ადაპტაციის უნარები მობილური ქსელებისა და პროქსი გადაწყვეტილებების გამოწვევების გასამკლავებლად.

გთავაზობთ:

** კომპეტენტურ ანაზღაურებას - $2000 - 2500 თვეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ქსელური და დაცული კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ზრდის შესაძლებლობებს;
** სამუშაოდ, სრულიად ახალ Apple ტექნიკის აღჭურვილობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV მისამართზე: careers@proxied.com. სათაურის ველში მიუთითეთ "Senior Kotlin დეველოპერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე