Робота для біженців з України
სამაცივრე საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამაცივრე საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს სამაცივრე საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ.
სამუშაო საათები: ცვლებში: 07:00-16:00 ან 10:00-19:00. კვირის ჭრილში 48 სამუშაო საათი.
დასვენება: კვირა დღე.
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი. (ნამუშევარი საათების შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის, ნედლეულის და დამხმარე მასალების ტრანსპორტიდან ჩამოტვირთვა/დასაწყობება;
** ნედლეულის და დამხმარე მასალების საწყობიდან წარმოებაში გადატანა, მორჩენილი პროდუქციისა თუ ნედლეულის საწყობში დაბრუნება;
** მზა და ჩამოსაწერი პროდუქციის და დამხმარე მასალების ტრანსპორტში დატვირთვა;
** საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სამაცივრე კამერების ტემპერატურული რეჟიმების შემოწმება;
** სამაცივრე კამერებში მუშაობის შემუშავებული წესების მკაცრი დაცვა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული შინაგანაწესის მკაცრი დაცვა;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეეძლოს ფიზიკური მუშაობა;
** სასურველის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შეეძლოს ავტოკარის (პაგრუშიკის) მართვა;
** პასუხისმგებლობიანი.

უნარები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "სამაცივრე საწყობის დამხმარე".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე