Робота для біженців з України
ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. "ILARIA"-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

ამჯერად კონტრაქტორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის ელექტრო და ხელის ინსტრუმენტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის ერთ-ერთ ყველაზე ფართო მომწოდებელს, ვეძებთ ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერს. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვაკანსია: ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი (მგზავრობით რეგიონებში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის მიზანი:

ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი კომპანიის პროდუქციის გაყიდვებზე საქართველოს რეგიონებში, ასევე შესაბამისი ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვასა და შესრულებაზე. როლი მოითხოვს აქტიურ კავშირს სავაჭრო ობიექტებთან, შეკვეთების მართვასა და დროული მიწოდების უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება რეგიონულ ბაზარზე
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და ტრანსპორტირების დაგეგმვა
** რეგიონული ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება (მათ შორის, სავაჭრო ობიექტებთან შეხვედრები)
** გადაზიდვების მარშრუტის დაგეგმვა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია
** მარაგების კონტროლი და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** * გაყიდვების ანგარიშგება და ანალიზი მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოგისტიკის, გაყიდვების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილება
** საკუთარი ავტომობილი, B კატეგორიის მართვის მოწმობა - მგზავრობა რეგიონებში აუცილებელია (საწვავისა და მანქანის სერვისის ხარჯებს უზრუნველყოს კომპანია)
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებული მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Excel, Word და სხვა)

რას გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმებას მზარდ კომპანიაში
** ფიქსირებული ანაზღაურება
** საწვავისა და სატრანსპორტო სერვისის ხარჯების ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი.

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე