Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Laline
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ლალინი" საერთაშორისო ბრენდია ისრაელიდან, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, აბაზანის პროდუქტებს, სუნამოებსა და home & lifestyle აქსესუარებს. ბრენდი 25 წლის წინ შეიქმნა, რომლის მთავარი მისია სხეულისა და სულის ჰარმონიული კავშირის მიღწევა იყო. ლალინის თავის მოვლის საშუალებები, ცნობილია ბუნებრივი ინგრედიენტებითა და მკვდარი ზღვის მინერალების შემცველობით, რაც ხაზს უსვამს ბრენდის სანდოობასა და უნიკალურობას.

კომპანია "ლალინში" - მაღაზიისთვის, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების საშუალებას;
** FITPASS-ის გამოყენების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

პირობები:

** ანაზღაურება: 800-1000 ლარი + ბონუსი.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 - 14:00-22:00 სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის დროული და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისათვის ბრენდისა და პროდუქციის წარდგენა;
** მომხმარებლის საჭიროებისა და გემოვნების საფუძველზე კვალიფიციური რჩევის მიცემა პროდუქციის შერჩევისას;
** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო);
** მაღაზიაში წესრიგის უზრუნველყოფა;
** ფილიალის გახსნა, დახურვა და დღიური საოპერაციო ვალდებულებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია "ბიუთი" სფეროში მუშაობის გამოცდილება და "ბიუთი" ინდუსტრიის სპეციფიკების ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

უნარები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@laline.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე