Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მახასიათებლების წარდგენა და შესაფერისი გადაწყვეტების შეთავაზება
** შეკვეთების მიღება, დაჯავშნა და გაფორმება
** გაყიდვების პროცესის დოკუმენტაცია და კომპიუტერული სისტემების გამოყენება
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიის დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Excel, CRM სისტემები - ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: 700 ლარიდან 1300 ლარამდე ფიქსირებული + ბონუსი, საშუალოდ 2000 ლარი.
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
** სამუშაო საათები 10:00-19:00 - 1 საათი შესვენება
** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** პროფესიული ტრენინგები გაყიდვებისა და პროდუქციის მიმართულებით
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** საინტერესო და პოზიტიური სამუშაო გარემო, სადაც თქვენი აზრი მნიშვნელოვანია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gabuild.ge

განცხადებების მიღება მიმდინარეობს: 31 მაისის ჩათვლით
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე