დასახელება:
ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
მოვალეობები:
** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
** ყოველდღიური რეპორტის მიწერა მომზადება ხელმძღვანელისათვის?);
** დეფექტების დოკუმენტების მომზადება;
** დეფექტების რეესტრში აღრიცხვა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკის გახანგრძლივება სამშენებლო ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
** სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია უცხო ენების, თურქულის, რუსულისა ან ინგლისურის, ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ზუგდიდი ხარისხის ინჟინერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|