დასახელება:
ტვირთების მონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Routestar
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
ვაკანსია გვაქვს ტვირთების მონიტორინგის ოპერატორის ანუ თრექინგის პოზიციაზე, რაც გულისხმობს დისპეჩერების მიერ აღებული ტვირთის გაკონტროლებას ტვირთის აღების წერტილიდან ტვირთის ჩატანის წერტილამდე.
შენი მოვალეობა იქნება გააკონტროლო მძღოლის/ტვირთის მოძრაობა, ვისაც ჩვენი კომპანიის მიერ აღებული ტვირთი გადააქვს, რაც გულისხმობს გარკვეული დროის ინტერვალში მძღოლის ადგილმდებარეობის დადგენას, ასევე მძღოლისთვის დახმარებას ტვირთის აღების ან ჩაბარების მომენტში, დახმარებაში შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ტვირთის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიწოდება მძღოლისთვის ასევე ენის ბარიერის მხრივ დახმარებას.
ვმუშაობთ ოფისიდან, არ განვიხილავთ დისტანციურად მუშაობას აღნიშნულ პოზიციაზე!
აუცილებელი მოთხოვნებია:
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება
ასევე:
** იყოთ პოზიტიური.
** შეგეძლოთ პრობლემების მოგვარება.
** მარტივად და ღიად შეხვიდეთ კომუნიკაციაში როგორც დამკვეთთან ასევე მძღოლთან.
** სასურველია რომ გქონდეთ გამოცდილება აღნიშნულ სამსახურში.
მოცემული პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლოა და ასევე სტრესული.
სამუშაო განრიგი დაყოფილია ცვლებად/შიფტებად და შეგვიძლია შევთანხმდეთ იმ რაოდენობის ცვლაზე/შიფტზე რამდენითაც თქვენი იქნებით დაინტერესებული. შეგიძლია აირჩიო მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ცვლა/შიფტი. ასევე გაითვალისწინეთ სამუშაო დროის განმავლობაში ოფისში იმყოფებით მარტო.
სამუშაო ცვლა/შიფტი შეიძლება იყოს მცოცავი ან ფიქსირებულად კონკრეტულ დღეებზე მორგებული, ესეც მოლაპარაკების საგანია გასაუბრების დროს.
** პირველი ცვლა/შიფტი 02:00-დან 09:00-მდე
** მეორე ცვლა/შიფტი 09:00-დან 16:00-მდე
რაც შეეხება ანაზღაურებას:
** პირველი ცვლა/შიფტი - 75 ლარი
** მეორე ცვლა/შიფტი - 65 ლარი
აღნიშნული თანხები შეიკრიბება იმის მიხედვით თუ თვეში რამდენი ცვლა/შიფტი მოგიწევთ რომ იმუშაოთ და ანაზღაურებას მიიღებთ ერთიანად ხელფასის სახით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@routestar.ge. გთხოვ სათაურის ველში მიუთითო "თრექინგი".
მადლობა, აბა გელოდები!
|
|
|
|