Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Gelbakhiani Legal Services
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
იურიდიული კომპანია "გელბახიანი ლიგალ სერვისის" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

იურისტის სამუშაო მოიცავს კომპანიისათვის და კომპანიის კლიენტებისათვის სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი მომსახურების გაწევას, მათ შორის:

** შიდა აქტების, შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების, სადამფუძნებლო დოკუმენტების, ნებისმიერი ტიპის და შინაარსის გარიგების, სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციის, კორესპონდენციის მომზადება, ექსპერტიზა და ანალიზი;
** კომპანიის ან/და მისი კლიენტების წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება ან/და შეხვედრების ორგანიზება;
** წარმომადგენლობა სანოტარო ბიუროებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დოკუმენტების დასამოწმებლად, განსახილველად ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენა და შესაბამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების, სასამართლო პრაქტიკის, მუდმივი კონტროლი, კომპანიის და მისი კლიენტების ინფორმირება და სამუშაო პროცესში გამოყენება.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

კანდიდატის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სამეწარმეო კანონმდებლობის თეორიის კარგი ცოდნა;
** სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით ბენეფიტად.

ანაზღაურება: ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დასაქმებულს შეიძლება მიეცეს წლიური ბონუსი, კომპანიის საბონუსე პოლიტიკის შესაბამისად.

CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ info@gelbakhiani.com-ზე.

ზემოაღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" (ს/კ: 405213380) მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" მიერ დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის"-ს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.

შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" კანდიდატის შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კანდიტატის/დასაქმებულის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე