Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=635519&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს სითი სენთერი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სასტუმრო "ონიქს სითი სენთერი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის - (ლინენი-თეთრეულის და ინვენტარის მართვა მონიტორინგი) პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი სასტუმრო "ონიქს სითი სენთერ"
მის: პეკინის 30.
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 8 საათი დღეში. 10-00-19.00
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი + კვება და დაზღვევა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სეზონურად მზარდ ხელფასს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სუბორდინაციის დაცვა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწყობში არსებული ინვენტარის/პროდუქტების ყოველდღიური აღწერა, გადათვლა-მონიტორინგი.
** უზრუნველყოს სასტუმროს სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის საწყობში არსებული საჭირო ინვენტარის შეუფერხებელი მიწოდება.
** მოახდინოს თეთრეულის მართვა-მონიტორინგი, სასტუმრო ინვენტარის მომარაგება, საწყობის შევსება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com ან დამიკავშირდით ნომერზე 574103609 და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია