დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: ანაზღაურებადი სტაჟირება თრეიდ მარკეტინგის მიმართულებით გაყიდვების დეპარტამენტში
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბ.კვერნაძის ქ. #10
ხანგრძლივობა: 6 თვე
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო ქსელში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების მონიტორინგი და შეფასება.
** პრომო მასალების (POSM) განაწილებისა და განთავსების პროცესში დახმარება.
** გაყიდვებთან და კამპანიებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და პირველადი ანალიზი.
** კვირეული/თვიური რეპორტების მომზადება მენეჯერისთვის.
** პარტნიორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება საჭიროების შემთხვევაში.
** პრეზენტაციების და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების მომზადებაში მხარდაჭერა.
** ბაზარზე მიმდინარე აქტივობებისა და თრეიდ კამპანიების დაკვირვება და ანგარიშის მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუდენტის სტატუსი (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 საფეხური);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: http://www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 27 მაისი.
|
|
|
|