დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76 და დ. სარაჯიშვილის ქუჩა 17;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების მოძიება;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება;
** ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის სისტემატური შემოწმება, ხარვეზების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ პროფესიული განათლება;
** მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 მაისი.
|
|
|
|