დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მედანე
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"მედანეში" კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს.
მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი
პოზიცია: კონსულტანტი სტენდზე
კომპანიის შესახებ:"მედანე" წარმოადგენს მაღაზიას/სტენდს, რომელიც სპეციალიზებულია დანების გაყიდვაში — სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანები. ასევე წარმოდგენილია ხელსაწყოები და სალაშქრო აღჭურვილობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა;
** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა;
** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში).
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 6 საათი
** დღეში 6 საათი:
** პირველი ცვლა: 10:00 - 16:00
** მეორე ცვლა: 16:00 - 22:00
** სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრის შიდა სტენდზე (საბურთალო/გლდანი)
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 40 ლარი დღეში (თვეში საშუალოდ 840-880 ლარი)
** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით - საშუალოდ 100-200 ლარი
მოთხოვნები:
** სტაბილური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ;
** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".
|
|
|
|