დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
4Dealer
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "4Dealer" ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 1 წელი;
** გამოსაცდელი პერიოდი: ერთი თვე;
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფოთის ქუჩა 32
სამუშაო განაკვეთი: სრული
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 4dealer.georgia@gmail.com და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|