Робота для біженців з України
ჰიდრავლიკის სახლის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიდრავლიკის სახლის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკის სახლის ხელმძღვანელის პოზიციაზე:

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

ჰიდრავლიკის სახლში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სპეც.ტექნიკისა და საწარმოო ჰიდრავლიკის სისტემის კომპონენტები, ტუმბოები, ძრავები, მაღალი წნევის მილები, ჰიდრავლიკური ცილინდრის მილები, ღეროები, ჩობალები, მანჟეტები, ზეთები, ფილტრები და სხვ.

ჰიდრავლიკის სახლის ვებ-გვერდი: https://myhh.ge/
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო (კახეთის გზატკეცილი);
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰიდრავლიკის სახლში მომუშავე თანამშრომლების პერსონალის მართვა და კოორდინაცია;
** მომსახურებისა და რეალიზაციის პროცესების მონიტორინგი;
** ფილიალის ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ფილიალის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი/კონტროლი;
** ყოველდღიურად, ფილიალის მომსახურების გაწევისთვის მზადყოფნის მონიტორინგი და მარაგების საკმარისობის კონტროლი;
** გაყიდვების მენეჯერების მუდმივი გადამზადება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
** პერიოდულად, რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 22 მაისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე