Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი მორიგეობა
ანაზღაურება: 1000 ₾

ჩვენ შესახებ:

G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის პერიმეტრის მეთვალყურეობა მთელი მორიგეობის განმავლობაში
** ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის კონტროლი
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონიტორინგი
** ეჭვმიტანილ ან არასასურველ ქმედებებზე დროული რეაგირება
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეჟიმის დაცვა
** ინციდენტების დეტალური ფიქსაცია და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ფიზიკური გამძლეობა და სიფხიზლე
** პერიმეტრის კონტროლის უნარი ღამისა და დღის საათებში
** გამოცდილება დაცვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მორიგეობის პერიოდში კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სამუშაო ფორმას
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას მზარდ ორგანიზაციაში
** უფასო ტრანსპორტირებას /მეტრო სადგური სარაჯიშვილიდან.

როგორ შეიტანოთ განაცხადი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge

შემოგვიერთდით "G&A Group"-ში და გახდით პროფესიონალი გუნდის წევრი, რომელიც იცავს ხარისხს, წესრიგსა და უსაფრთხო გარემოს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე