Робота для біженців з України
ექიმი რადიოლოგიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი რადიოლოგიის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანამდებობაზე რადიოლოგიის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში;
** CT და MRT რადიოლოგად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის სომატური, ნეირო);
** CT და MRT კვლევების ინტერპრეტაციის შესაბამისი კომპეტენცია; დასკვნების მომზადების ცოდნა RECIST-ის მიხედვით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისის გაწევა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.06.2025-მდე ელმისამართზე vacancy@newhospitals.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე