Робота для біженців з України
ტენდერი ფარდებისა და როლეტების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ფარდებისა და როლეტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
თანდართული ფაილი: 635260_aversi___tender1_1613433.zip
"ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ფარდებისა და როლეტების შესყიდვაზე

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ გორში, ქ. გორი, გზატკეცილი, ცხინვალის მე-2 კილომეტრი (ს/კ 66.45.07.495) მშენებარე კლინიკისათვის ფარდებისა და როლეტების (მონტაჟით) შესყიდვაზე.

სამუშაოების დაწყების საორიენტაციო ვადაა 2025 წლის 01 ნოემბერი.

** ხარჯთაღრიცხვა - დანართი #1;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** დანართი #1, შევსებული დანართი აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები:
** სამუშაოების შესრულების ვადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 06 ივნისი, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** შევსებული დანართი #1, (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად) და აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** ხელმოწერილი აფიდავიტი, დანართი #2;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი,
** პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები.

პრეტენდენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს 1

შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.

ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

1. ნინო ვაშაკიძე
პროექტის მენეჯერი
ტელ: 579070728
ელფოსტა: nino.vashakidze@aversi.ge

2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე